ნავასარდოვი რუბენ იაკობის ძე (1911)
- დაბადების თარიღი: 1911 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
- ეროვნება: სომეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ინჟინერ-ექსპლუატაციონისტი; სამხრეთ ურალის რკინიგზის სამმართველოს სამგზავრო განყოფილების რევიზორი.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ჩელიაბინსკი, რსფსრ, ტიმირიაზევის ქ. # 10
- პარტიულობა: ალკკ წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 11/13/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ დაშნაკური, დივერსიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრი. ნავასარდოვი იყო აქტიური წევრი და ახლო მეგობარი ორგანიზაციის მთავარი ხელმძღვანელის - კალაშიანისა. იყო ორგანიზაციის ყველანაირი საქმიანობის საქმის კურსში. ესწრებოდა ყველა არალეგალურ შეკრებას. ავრცელებდა კ/რ დაშნაკურ ლიტერატურას და კავშირი ჰქონდა სომხეთის დაშნაკურ ცენტრთან. ნავასარდოვს და კალაშიანს ჰქონდათ სურვილი, დაემყარებინათ კავშირი საზღვარგარეთთან, ცდილობდნენ, თავისი ორგანიზაციის წევრები არალეგალურად გადაეყვანათ ირანში, რათა იქ ეწარმოებინათ დაშნაკური საქმიანობა. ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად ნავასარდოვი გეგმავდა დივერსიული აქტის მოწყობას რკინიგზის ხაზზე, დელეგატების მატარებლზე. ნავასარდოვი დაპატიმრებამდე რჩებოდა საბჭ. ხელისუფლების მტრად, ცდილობდა ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის გაზრდას და არ წყვეტდა კ/რ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: სარქისოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 08/01-1943 წ ფილტვების კრუპოზული ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია ქ. ჩელიაბინსკის მმაჩის ბიუროში 29/10-1957 წელს, აქტი N 17. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 27/12-1956 წლის № 2456/н დადგენილებით საქ.სსრ შინსახკომის სამეულის 05/01-1938 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.