ნაკაიძე ალექსანდრე ანტონის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ბახვი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ლენინგორის რაიონის გამგე
- პარტიულობა: საქ. კპ(ბ) წევრობის კანდიდატი; გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი სამხრეთ ოსეთის არალეგალური მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციისა, ამ ორგანიზაციაში გადაიბირა ლენინგორის აღმასკომის ყოფილმა თავმჯდომარემ ა. ფილიევმა 1937 წლის სექტემბერში. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლობას სამსახურში სოფლის მეურნეობის დარგში. ამ ორგანიზაციაში გადაიბირა ყოფილი კულაკი, განკულაკებული კიტო იმედაშვილი და დაუბრუნა მას ადრე ჩამორთმეული 0, 25 ჰა ხილის ბაღი. ჩააგდო 1937 წლის სექტემბრის შემოდგომის მოსავალი. საოლქო და რესპუბლიკურ ორგანოებს აძლევდა ცრუ ჩვენებებს შემოდგომის მოსავლის შესრულების შესახებ, რითაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი. ეწეოდა მავნებლობას სხვა პირების მეშვეობითაც. წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან