ნაკაშიძე-ბოლქვაძე ელისაბედ იოსების ასული

ლიზა ნაკაშიძე.jpg
  • დაბადების თარიღი: 1885 წ.
  • სახელის ვერსიები: ნაკაშიძე-ბოლქვაძე ელისაბედ (ლიზა)
  • სქესი: ქალი
  • ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო განათლება- პროფესია კოოპერატორი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1904 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის, იყო გურიის კომიტეტის წევრი. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაშლის შემდეგ ნაკაშიძე გადაასახლესამიერკავკასიიდან და დაბრუნდა მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.
  • პარტიულობა: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მ)
  • დახვრეტის თარიღი: 22 თებერვალი 1937 წ.
  • გარდაცვალების ადგილი: ქალაქი მინუსინსკი
პატიმრობები
  • დაპატიმრების თარიღი: 2 მაისი 1923 წ.
  • სასჯელის ზომა: „მენშევიკური პარტიის“ 78 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე გადაასახლეს ურალის მხარეში.
  • გათავისუფლების თარიღი: 1924 წ.
  • გათავისუფლების მიზეზი: 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა გადასახლებულთა ნაწილს უფლება მისცა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალე ჩავიდა თბილისში, სადაც დაიწყო სამსახური საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში. მან განაგრძო ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობა, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას მდივანმა. 1926 წლის 22 თებერვალს, ელეონორა მახვილაძის დაპატირების შემდეგ ლიზა ბოლქვაძე ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი.

  • დაპატიმრების თარიღი: 29 ივნისი 1926 წ.
  • გამსამართლებელი ორგანო: ჩეკა
  • სასჯელის ზომა: 8 ივლისს, დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირების და პარტიის მდგომარეობის შესახებ; მართალია აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო არალეგალური ანტი-საბჭოთა საქმიანობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ სცნო. 1926 წლის 24 ივლისს ის მოსკოვში გადააგზავნეს, სადაც 20 აგვისტოს ლიზა ბოლქვაძეს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში. 1927 წლის 7 იანვარს სასჯელი შეუცვალეს გადასახლებით; 1930 წლის 18 იანვარს კი გადასახლების ვადა 3 წლით გაუგრძელეს. 1933 წლის 4 თებერვალს სასჯელი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს ურალსკის მხარეში ცხოვრების უფლებით.
  • გათავისუფლების თარიღი: 4 თებერვალი 1933 წ.

  • დაპატიმრების თარიღი: 4 აპრილი 1936 წ.
  • ბრალად ედება: 1936 წლის დასაწყისში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავა; ძიების ვერსიით, გადასახლებაში ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების არაფორმალური მექნიზმების, მიმოწერის და შეკრებების უკან კონტრრევოლუციური ორგანიზაცია ინიღბებოდა, რომლის მთავარი ორგანიზატორი - ლიზა ბოლქვაძე და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყვნენ.
  • სასჯელის ზომა: 1936 წლის 21 სექტემბერს მას 5 წლით გადასახლება მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში. 1936 წლის 6 ნოემბერს ლიზა ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს 1937 წლის 13 თებერვალს, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში.
  • დაპატიმრების ადგილი: ქალაქი მინუსინსკი.
  • რეაბილიტაციის თარიღი: 22 სექტემბერი 1956 წ.
  • რეაბილიტაციის სამსახური: {{{რეაბილიტაციის სამსახური3}}}
  • რეაბილიტაციის სამსახური: კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს ალთაის მხარის პროკურატურის მიერ.

  • წყაროები: ka.wikipedia.org/wiki/ელისაბედ_ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ბიოგრაფია