ნარსკიხი ვენიამინ ივანეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ტამბოვის გუბერნია, ქ. მორშანსკი, რუსეთი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 1920-37 წლებში მსახურობდა მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში. დემობილიზაციის წინ იყო მე-10 სარკინიგზო ბატალიონის მეთაური, კაპიტანი. მოსამსახურე 1930-1937 წლებში. კავკასიის გზის მშენებლობის ინჟინერი.
- პარტიულობა: 1930-1937 წლებში საქ. კპ(ბ) წევრობის კანდიდატი; პარტიიდან გარიცხეს კ/რ ტროცკისტული გამონათქვამებისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. შედიოდა მე-10 სარკინიგზო პოლკის კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც ეწეოდა მავნებლობას საბრძოლო მომზადებისა და ტექნიკის შენახვის სიტემაში და მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესუსტებისაკენ. 3. 1934 წლიდან მოყოლებული, ეწეოდა მავნებლობას ბატალიონის საბრძოლო მომზადების სისტემაში. 4. 1936 წელს კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში გადაიბირა ბატალიონის ინჟინერი ზლატოგორსკი. 5. 1934 წლიდან დაკავებული იყო ჯაშუშური საქმიანობით უცხოეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან