ნაჭყებია სევერიან პავლეს ძე (1907)

Thumm-Nachkebia Otar--037.jpg
  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: სენაკი (ცხაკაია), საქართველო.
  • სქესი: კაცი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ჩეჩნეთ-ინგუშეთის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკის ადვოკატთა კოლეგიის წევრი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ფაშისტურ-მეამბოხე ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეგრელოში. იყო სსრკ-ს სახელმწიფო გეგმის თანამშრომელი, შედიოდა იქ არსებულ მავნებლური ორგანიზაციაში და 1935 წლიდან იძებნებოდა სსრკ-ს შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს მიერ. 1931 წლიდან იყო არალეგალურ მდგომარეობაში და იმალებოდა საბჭოთა კავშირის შიდა რაიონებში, ცხოვრობდა ჩაწერის გარეშე. ბრალდებულმა ნაჭყებიამ აღიარა კ/რ ფაშისტური მეამბოხე ორგანიზაციის შექმნა და სსრკ-ს ტერიტორიაზე არალეგალური ცხოვრება. მხილებულ იქნა რამდენიმე მოწმის ჩვენების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ქურიძე., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1, 58-10, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია