ნებიერიძე კონსტანტინე პორფილეს ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: ზესტაფონის (ჯუღელი) რ-ნი, სოფ. მუხური, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით მგეგმავ - ეკონომისტი; წალენჯიხის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, არსენას ქ. # 8
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი 1931 წლიდან; გარიცხულია წალენჯიხის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორობის პერიოდში კ/რ მავნებლური საქმიანობისთვის. ‘ახალგაზრდა მარქსისტების’ ორგანიზაციის წევრი 1917-დან 1922 წლამდე.

  • დაპატიმრების თარიღი: 07/23/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იგი 1917-1922 წლებში დააპატიმრა "ჩვკ"-მ, რადგან იყო წევრი კ/რ მენშევიკური ორგანიზაციისა. 1931 წელს ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, დაპატიმრებამდე იყო წალენჯიხის სამეურნეო ნაწილის გამგე. 1935 წლიდან იყო კ/რ მემარჯვენეთა ორგანიზაციაში და ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას, დივერსიულ მავნებლურ საქმიანობას ჩაის სამჭოთა მეურნეობებში. კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო ხალხის მტერ მამია კილაძესთან.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: უჩანეიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგოლიძე, წევრები ტალახაძე ჩარკვიანი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში: ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი 1917 წლიდან 1922 წლამდე. 09/10-1937 წელს საქმე გადაეცა სპეციალურ კოლეგიას. ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 11/09-1944 წელს კუჭ-ნაწლავის დაავადებისგან. სიკვდილი რეგისტრირებულია 03/02-1959 წელს ქ. თბილისის კალინინის რაიონის მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრუბუნალის 11/05-1956 წლის განჩინებით სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.