ნემცევი ეფიმ ნიკოლოზის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: ასტრახანის ოლქი/გუბ, ქ. საკრუტოვიჩი, რუსეთი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის საინჟინრო ჯარების განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების უფროსის დამხმარე; სამხედრო წოდება - კაპიტანი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული, ტერორისტული მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში(1934-37) გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ მავნებლური, სამხედრო ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა კ/რ მავნებლურ, ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების თავდაცვისუნარიანობისა და მუშათა და გლეხთა არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისაკენ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გუსევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
გლეხების, ვაჭრების ოჯახიდან. მსახურობდა მეფის არმიაში; წოდება -პრაპორშჩიკი; 1919 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში.