ნიმანი გერმან კონსტანტინეს ძე (1887)

  • დაბადების თარიღი: 1887 წ.
  • დაბადების ადგილი: ესტონეთი, რეველი (ტალინი)
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: გერმანელი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისში გერმანიის საკონსულოს თარჯიმანი.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, პიროგოვის ქ. # 6
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: დააპატიმრა 29.04-1937 წ. საქ.სსრ შინსახკომმა. მოთავსებულ იქნა კომენდატურაში.
  • ბრალად ედება: რომ 1) იყო გერმანული ჯაშუშურ-დივერსიული და ტერორისტული რეზიდენტურის აქტიური აგენტი, ატარებდა დაზვერვით საქმიანობას, როგორც პირადად, ისე მის მიერ გადაბირებულ პირთა საშუალებით; 2) ატარებდა დივერსიულ საქმიანობას საბჭოთა საწარმოებში. ბრალი სრულად აღიარა. ასევე მხილებულია ოზეროვის, ა.ი.ფუფაევის და რ. ჩაკერტის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გამომძიებელი - უშიშროების უფროსი ლეიტენანტი მიკი, მონაწილეობდნენ: მატილევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი (პორუჩიკი)