ნორკო ვიქტორ იოსების ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: სვიანცოვის მაზრა ვილნოს გუბ.), სოფ. ლიცევიჩი,
- ეროვნება: ბელორუსი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსი. წოდება - სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან
- ბრალად ედება: რომ 1. იყო შინაგან საქმეთა სახალო კომისარიატის სისტემაში არსებული ანტისაბჭოთა კ/რ შეთქმულების მონაწილე, რომელშიც გადაიბირა თავისმა ხელმძღვანელმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებული განყოფილების ყოფილმა უფროსმა მაქსიმენკომ; 2. იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სისტემაში არსებული კ/რ შეთქმულების მონაწილე, მიიღო დავალება, გაეშალა ძირგამომთხრელი საქმიანობა იმ ობიექტებზე, სადაც მსახურობდა. თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ მხილებულია ბრალდებულ ვ.ფ. მაქსიმენკოს ჩვენებით და მასთან მასთან დაპირისპირებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გულსტი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1923 წლიდან მუშაობდა საგანგებო კომისიაში, სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში.