ნუცუბიძე ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1906)

  • დაბადების თარიღი: 1906 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის ასისტენტი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: ალკკ წევრი; გაირიცხა 1937 წელს, როგორც კონტრრევოლუციონერი.

  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი, სახ. უნივერსიტეტში არსებული მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა 1937 წლის თებერვალში აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტრერმა, ეკონომიკის ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა, გ. პ. კვიცარიძემ. ვ. ნ. ნუცუბიძე იყო სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ინდივიდუალური ტერორის გამოყენების შესახებ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის მითითებების საქმის კურსში, აგრეთვე იცოდა საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლურ- ძირგამომთხრელი აქტების ორგანიზაციისა და ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, აცნობდა მათ კ/რ მუშაობის მეთოდებს და ითრევდა მათ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას დეკანის თანაშემწისა და პროფ. ორგანიზატორის თანამდებობაზე და პირადად ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია აგრეთვე კ. შ. ორაგველიძის, გ. პ. კვიცარიძისა და სხვათა ჩვენებების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან