ოგანეზოვი გრიგოლ სერგოს ძე (1910)
- დაბადების თარიღი: 1910 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქ. კომუნისტური პარტიის (ბ) სტალინის სახელობის რაიკომის მეორე მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წ. კ/რ ტერორისტული საქმიანობისთვის.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენე ანტისაბჭოთა მავნებლურ- ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა რაზმაძემ და რომლის დავალებითაც ეწეოდა დიდად მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას და იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში. იმავდროულად იყო ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ტერორისტული დაჯგუფებისა, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისტული აქტის განხორციელებას საქ. კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივან ლ. ბერიას წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ოდიშარია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან