ოდიშარია სერგო კირილეს ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მესაკუთრე; მამა იყო სასამართლოს მოხელე და მემამულე.
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დოცენტი. ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სანიტარიული განყოფილების სარენტგენო განყოფილების გამგე.
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 03/28/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო ა/ს ტროცკისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მოქმედებდა ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სანიტარიულ- განყოფილებაში. 2. ა/ს ორგანიზაციის დავალებით ოდიშარია მავნებლობდა. 3. ინფორმირებული იყო თბილისისა და ბაქოს სარკინიგზო კვანძებზე მობილიზაციის პერიოდში მასობრივი ბაქტერიოლოგიური დივერსიის მოწყობის გეგმების შესახებ. 4. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის სასარგებლოდ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეუღლის ხაზით ჰქონდა ფართო კავშირები თეთრ ემიგრანტთა საზოგადოება „რუსული სიმართლის საძმოსთან“. ჰყავდა ნათესავები საზღვარგარეთ, რომლებთანაც ჰქონდა კავშირი. 1925 წელს იყო პარიზში, ბერლინში და ვენაში. მენშევიკურ არმიაში მსახურობდა სამხედრო-სანიტარიული განყოფილების ექიმად. იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ.