ოვიანი რაჩიკ ისაკის ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: სომეხი
  • სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ჟურნალისტი. დაპატიმრებამდე - საქ.სსრ შინსახკომის თანამშრომელი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ორჯონიკიძეს ქ. #80, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: 1928 წლიდან ალკკ წევრი.

  • დაპატიმრების თარიღი: 10/09/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის სასამართლო სხდომაზე 17.09- 1937 წელს ბრალდებულმა რ.ი.ოვიანმა განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების მსვლელობისას მიცემულ ჩვენებებს უარყოფს, როგორც ცრუ ჩვენებებს და რომ შაფიროვის, ძიძიგურის, კირილენკოსა და ავალოვის ჩვენებებსაც ცრუ ჩვენებებად მიიჩნევს. ამის მიუხედავად, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, განაჩენი იმ დღესვე იქნა სისრულეში მოყვანილი.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: აივაზოვი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მოქ. ემა ისაკის ასულ ოვიანს მიეცა მოწმობა, რომ მისი ძმა, რაჩიკ ისაკის ძე ოვიანი გასამართლებულ იქნა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1937 წლის 17 სექტემბერს და გარდაიცვალა სასჯელის მოხდისას 1938 წლის 21 ოქტომბერს.