ორაგველიძე დავით იოსების ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, შუხუთი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1925-26 წლებში იყო მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში. 1930 წლიდან დაპატიმრების მომენტამდე - გორის რაიონული სამხედრო კომიისარიატის სამობილიზაციო ნაწილის უფროსი; წოდება - პირველი რანგის ტექნიკოს-ინტენდანტი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 12/09/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო 1. არალეგალური კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშურ- მავნებლური ორგანიზაციის წევრი. 2. 1918 წ-დან 1923 წ-მდე იყო ახალგაზრდა მარქსისტთა კ/რ ორგანიზაციის წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921-1923 წლებში იგი მალავდა ამ ორგანიზაციასთან კავშირს. 3. იყო კ/რ-დ განწყობილი, აღბულახ-მანგლისის რაიონულ სამხედრო კომისრად მუშაობის დროს, ტრიალებდა კ/რ შოვინისტურად განწყობილ პირთა წრეში. იღებდა მონაწილეობას მათ კ/რ საუბრებში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარსულში: ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია