ორაშვილი ნიკოლოზ ალექსის ძე (1886)
- დაბადების თარიღი: 1886 წ.
- დაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი, სოფ. ტეზერი, საქართველო
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: რკინიგზის მშენებლობის არტელის ხელმძღვანელი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბორჯომი, მუშათა დასახლება # 5, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: გვარდიელი. საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან გაირიცხა 1935 წელს, როგორც უცხო ელემენტი.
- ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, ხელმძღვანელობდა ტროცკისტულ, ტერორისტულ, დივერსიულ-მემაბოხე ჯგუფს. მჭიდრო კავშირში იყო კ/რ ტროცკისტ ონისიმე არევაძესთან, მისგან იღებდა კ/რ ტროცკისტის ბუდუ მდივნის დავალებებს. ეწეოდა აქტიურ გადმობირებით საქმიანობას, ამზადებდა კადრებს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლისა და პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ინდივიდუალური ტერორის განხორციელების მიზნით. იყო რკინიგზის მშენებლობის არტელის ხელმძღვანელი, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, რაც გამოიხატებოდა მის უპასუხისმგებლობაში, გარს შემოიკრიბა ტროცკისტები და მათ შორის ეწეოდა კ/რ აგიტაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მანდენოვი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ეტაპირებულია 28.11-1937 წ. იაროსლავლში. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 11.04-1956 წლის განჩინებით, #4н-02207/56 საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ყოფილი მენშევიკი