ოსიპოვი თეოდორე პავლეს ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. ვოლტი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სამხედრო გარნიზონის კლუბის ყოფილი უფროსი. დაპატიმრებამდე - ფეხსაცმლის ფაბრიკის პასუხისმგებელი აღმასრულებელი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი. პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს ტროცკისტობისათვის.

  • ბრალად ედება: რომ 1936 წლის დასაწყისში გადაიბირა ხალხის მტერმა ტორბაკოვმა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში და ამის შემდგომ ეწეოდა აქტიურ კ/რ მავნებლურ საქმიანობას პარტიულ-პოლიტიკურ სფეროში, რაც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის თავდაცვითუნარიანობის დაქვეითებისკენ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წითელ არმიაში მსახურობდა 1919 წლიდან. წითელი არმიიდან გაათავისუფლეს 1937 წელს. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.