პაიჭაძე მირიანი ივანეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ონჭიკეთი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კპ(ბ) ჩხარის რაიონული კომიტეტის ყოფილი მდივანი, დუშეთის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის მიწათმოქმედების განყოფილების გამგე.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო ფარული ტროცკისტი, რომელმაც მოაწერა ხელი კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ პლატფორმას 1927 წელს. ამ კ/რ დივერსიულ მავნებლურ ორგანიზაციაში ის გადაიბირა 1934 წ. ჩხარის რაიკომის ყოფილმა მდივანმა აკაკი მახათაძემ (დაპატიმრებულია), რომელიც დაკავშირებული იყო კ/რ ცენტრთან გიორგი კურულოვის, ბუდუ მდივნის და ვასო ქურდაძის (დახვრეტილია) მეშვეობით. 936წ. იყო ჩხარის რაიონში კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი. იყო პარტიის ჩხარის რაიონული კომიტეტის მდივნის მოადგილე 1933-1935 წლებში, ხოლო იმავე რაიონის მდივანი 1935 წლიდან 1936 წლის თებერვლის თვემდე და ჩხარის რაიონში კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრებთან, რაიკომის მდივან აკაკი მახათაძესა და აღმასკომიის ყოფილ თავმჯდომარე ალექსანდრე ფანჩულიძესთან იბეგრებოდა ადგილობრივი დანიშნულების გადასახადებით. ამ გზით მთავრობამ მოსახლეობისგან ამოიღო 287 000 მანეთი. შეგროვებული თანხა იხარჯებოდა არადანიშნულებისამებრ, იფლანგებოდა. ბ) კ/რ მიზნებით, მიწათმოწყობის აპარატი და კოლმეურნეობა გავსებული იყო მენშევიკებით, ნაციონალ-დემოკრატებით, ტროცკისტებით და სხვადასხვა სისხლის სამართლის დამნაშავეებით, რომლებიც ზიანს აყენებდნენ წლების განმავლობაში კოლმეურნეობის მშენებლობას, იტაცებდნენ სოციალისტურ ქონებას და რჩებოდნენ დაუსჯელნი. გ) კ/რ მავნებლური მიზნით სახელმწიფოს უმალავდა ადგილკომის ნამდვილ ფულად ბრუნვას და არ შეიტანეს სახელმწიფო ხაზინაში 490.000 მანეთი. ეს ფული გაიფლანგა. მიმოქცევა დამალეს კ/რ გიორგი ყურულოვის დავალებით. 1935/36 წლებში ვაზის 600 000 ნერგების დამზადების გეგმა ხალხის მტრებთან მათიკაშვილთან და კეკელიასთან გაზრდილი იყო 3 000 000 ცალამდე. ასეთი არარეალური გეგმის შესასრულებლად კოლმეურნეობებს შესთავაზეს, რომ გაეყიდათ გამწევი ძალა. გაიყიდა 72 ხარი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, აგრეთვე მუშადღეებზე დასარიგებელი სიმინდი და სოია. ნერგების დამზადებისთვის გამოიყენეს უვარგისი, ფილოქსერამდგრადი ვაზი, ნერგები დარგული იყო უხარისხო ნაკვეთებზე. შედეგად, ნერგების 22% გადარჩა, დანარჩენი კი ხარვეზიანი აღმოჩნდა, კოლმეურნეებმა განიცადეს ზარალი 290.013 მანეთის ოდენობით. პარტიული ორგანიზაციების დანაგვიანების მიზნით, აგროვებდა კრიმინალურ ელემენტებს, პარტბილეთიან თაღლითებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაბისონია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ერთად ჩაიდინა შემდეგი მავნებლობები: ა) რაიონის მოსახლეობა სისტემატურად