პაპავა ავქსენტი თევდორეს ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია, საქართველო
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ეკონომისტი, საქ. სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სექტორის ყოფილი უფროსი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან.

  • დაპატიმრების თარიღი: 04/19/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო რეპრესირებული და თვალთმაქცურად დაბრუნდა სკკპ (ბ) რიგებში, თან აგრძელებდა იატაკქვეშა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ საქმიანობას. დაპატიმრებულ იქნა 19.04.1936 წ.ხოლო 03.10-1936 წელს სსრკ შინსახკომის საგანგებო სათათბიროს მიერ კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობისთვის მიესაჯა 5 წლით თ/ა შრომა-გასწორების ბანაკში, შემდეგ კი 1937 წლის აგვისტოში პატიმრობის ადგილებიდან ეტაპირებულ იქნა ქ. თბილისში. 13.09-1937 წელს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ, ა. თ. პაპავას საქ.სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-8,58-11 მუხლებით მიესაჯა დახვრეტა, რადგან ცნობილ იქნა დამნაშავედ იმაში, რომ 1935 წლიდან იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი; დაკავშირებული იყო ბუდუ მდივანთან, რომლის დავალებითაც საქართველოში შექმნა რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. სასამართლოზე პაპავამ თავი დამნაშავედ არ ცნო, ითხოვდა ღია პროცესს, რომელზეც იგი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან