პაპავა შალვა ავაკუმის ძე (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედია
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1932 წლამდე - სამხედრო მოსამსახურე. დაპატიმრებამდე არსად არ მუშაობდა.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კონტრრევოლუციური, ტერორისტული, მენშევიკური, ჯაშუშური, მეამბოხე ორგანიზაციისა. საზღვარგარეთ (გერმანიაში) სამკურნალოდ ყოფნისას იმყოფებოდა მჭიდრო კავშირში ემიგრაციაში მყოფ მენშევიკებთან. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ აქტიურ კონტრრევოლუციონერ მენშევიკს, თ. ზარქუას, რომლის დავალებითაც აგროვებდა ჯაშუშურ მასალებს, რომ გერმანიის საკონსულოს მეშვეობით გადაეგზავნა ის ქართველი ემიგრანტებისათვის გერმანიაში. მხილებულია თ. ზარქუასა და ღვამიჩავას ჩვენებების საფუძველზე. თავი ნაწილობრივ აღიარა დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხეჩუმოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან