პაპუაშვილი კიტა ალექსის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კოლმეურნე
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, საგარეჯოს რაიონი, სოფ. კაკაბეთი
- პარტიულობა: საქ. კპ(ბ) ყოფილი წევრი 1921წლიდან. 1923 გაირიცხა კპ (ბ)-დან ქალის მოტაცებაში მონაწილეობისთვის; 1930 წელს კვლავ მიიღეს კომპარტიაში, ხოლო 1935 წელს ხელმეორედ გარიცხეს პარტიის რიგებიდან და დააპატიმრეს არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრობისთვის, მაგრამ მალევე გამოუშვეს.
- ბრალად ედება: რომ იყო სოფელ კაკაბეთის არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრი, 1929 წლის ბოლოს მონაწილეობდა არალეგალურ შეკრებაში, რომელზეც განიხილებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ტერორის განხორციელების საკითხი. სარგებლობდა იმით, რომ თავის დროზე გამოაშკარავებული არ ყოფილა და მოტყუებით შევიდა კპ (ბ) რიგებში 1930 წელს. 1933 წელს კოლმეურნეობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, კოლმეურნეობისთვის ზარალის მიყენების მიზნით განზრახ დაიწყო საქონლის ბაკის მშენებლობა. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პაპუაშვილმა ნაწილობრივ აღიარა, მაგრამ მხილებული იყო სხვა ბრალდებულების ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან