პარონიანი სისაკ პოღოსის ძე (1898)

  • დაბადების თარიღი: 1898 წ.
  • დაბადების ადგილი: თურქეთი
  • ეროვნება: სომეხი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის ასეულის მეთაური; წოდება -კაპიტანი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა აღნიშნული საქმის გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ სამხედრო ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციისა, რომელშიც შევიდა 1935 წ. თბილისის სამხედრო სასწავლებლის პოლიტიკური განყოფილების ყოფილი უფროსის - ტერ-დავთიანის წინადადების საფუძველზე. ატარებდა თბილისის სამხედრო სასწავლებლის სამხედრო მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში ჩაბმული ჰყავდა ახალი პირები. გარდა ამისა, 1933 წ.-დან დაპატიმრების დღემდე ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას, აგროვებდა სამხედრო მონაცემებს თბილისის სამხედრო სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-6, 58-8

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1918-1920 წლებში მსახურობდა დაშნაკების არმიაში.