პაროტიდი კირიაკი გიორგის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: თურქეთი
- ეროვნება: ბერძენი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მარაგების დამზადების რაიონული კომიტეტის რწმუნებული
- პარტიულობა: საქართველოს კპ (ბ)-ს წევრი 1936 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი აფხაზეთის მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქუჩულორია და გაბაშვილი. ორგანიზაციაში გადაიბირეს, რადგან პარტიისა და მთავრობის პოლიტიკით იყო უკმაყოფილო. კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელების სპეციალური დავალებით შექმნა კ/რ ჯგუფი აფხაზეთის შიდა ვაჭრობის სახალხო კომისარიატის სისტემაში. სამოქალაქო ომის დროს პაროტიდი იყო პოლიტბანდიტის, ხამბოს დაჯგუფების წევრი და იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1927 წელს იხრებოდა ტროცკიზმისკენ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
პაროტიდის ახლო ნათესავები 1920 წელს აფხაზეთიდან საბერძნეთში გადასახლდნენ საცხოვრებლად.