პაჩკოვსკი ვლადიმირ ნიკოლოზის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: ხომსკის გუბერნია, სოფ. უხანკა, პოლონეთი
- ეროვნება: პოლონელი
- განათლება: არასრული საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის უმცროს მეთაურთა შემადგენლობის (კავშირგაბმულობის ცოცხალი საშუალებები) სკოლის სამხედრო კომისარი; წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. 1936 წლიდან შედიოდა კ/რ საბრძოლო მემარჯვენე- ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირში საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას; 3. მეთაურობდა კ/რ ორგანიზაციას უმცროს მეთაურთა შემადგენლობის სკოლაში და ეწეოდა აქტიურ კ/რ მავნებლურ საქმიანობას; 4. 1937 წლიდან იყო პოლონეთის დაზვერვის აგენტი და ეწეოდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას, აწვდიდა მათ ჯაშუშურ ინფორმაციას. დანაშაული აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11, 58-1 "ბ"
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
დაამთავრა სამხედრო პოლიტიკური სკოლა. 1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში.