პეტრიდი ვასილ პანაიოტის ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- დაბადების ადგილი: თურქეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ოჩამჩირის ფერმენტაციის ქარხნის მეთუთუნე
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ მავნებლური ჯაშუშურ-დივერსიული ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას მავნებლობის, სახალხო მეურნეობებში ჯაშუშურ-მავნებლური საქმიანობის ორგანიზებით. ეწეოდა აქტიურ მავნებლობას თამბაქოს მრეწველობაში. ეწეოდა ჯაშუშობას ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან