პიატკოვი ვასილი სიმონის ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 58-ე კავკასიის კავალერიის პოლკისა და მე-20 კავკასიის მსროლელეთა დივიზიის მეთაური; წოდება - პოლკოვნიკი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ არის კ/რ სამხედრო ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრი, რომელშიც შევიდა 1935 წ. მე-20 კავკასიის მსროლელეთა დივიზიის შტაბის ყოფილი უფროსის, კოტის წინადადების საფუძველზე. ატარებდა სამხედრო მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში აბამდა ახალ პირებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სამეფო არმიის ოფიცერი, წოდება - პორუჩიკი