პირგულოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • ეროვნება: სომეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - არტელ „ცისკრის“ თავმჯდომარე. პროფესიით მძღოლი-ავტომექანიკოსი.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ტურგენევის ქ. # 4
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: 08/21/1936 წ.
  • ბრალად ედება: მონაწილეობდა მუდრის ტერორისტულ დაჯგუფებაში, რომელიც ამზადებდა ტერაქტს ბერიას წინააღმდეგ. წინასწარ გამოძიებაზე 1937 წლის 5 მარტს პირგულოვმა წაყენებული ბრალდება კატეგორიულად უარყო, მაგრამ შემდეგ, საქ.სსრ შინსახკომის ყოფილი თანამშრომლების, ჟუკოვის, სავიცკისა და ხაზანოვის მიერ მისი დაკითხვის შემდეგ, თავი დამნაშავედ ცნო მუდრის ტერორისტული დაჯგუფებისადმი კუთვნილებასა და ბერიას მკვლელობის განზრახვაში და მოცემული დაჯგუფების წევრებად დაასახელა მ. კიკნაძე, ალანია, კაპლანი, გიორგი კიკნაძე, პოპოვი,პოდოლსკი, ციბაძე, ლიდსკი, კუჩენოვსკი, დენიაგა, ნახაპეტოვი და ბერზინი. პირგულოვის განმარტებით, ამ ჯგუფში ჩათრეულნი იყვნენ მუდრის მიერ ბერიას ხელმძღვანელობით საერთო უკმაყოფილების ნიადაგზე. პირგულოვის გასამართლების საფუძველი გახდა აგრეთვე ბრალდებულების - ბ. მდივნის, მ. ტოროშელიძის და გიორგი კიკნაძის ჩვენებები. სასამართლოზე პირგულოვმა თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 20.07-1957 წლის