პისკოვეცი დიმიტრი მიხეილის ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- დაბადების ადგილი: როსტოვის ოლქი, სოფ.მატვეევო-კურგანი, მატვეევო-კურგანის რაიონი, რუსეთი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე სწავლობდა მრეწველობის აკადემიაში. (იყო ტყვარჩელის მაღაროს მოძრაობის უბნის ყოფილი უფროსი).
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; გარიცხეს კ/რ ორგანიზაციისადმი კუთვნილების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, დივერსიული, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული აჯანყების გზით, ჯაშუშობითა და ტერორით. 2) ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ტყვარჩელის მაღაროში დივერსიულ, მავნებლურ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან