პისკუნოვი სერგო დიმიტრის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი, საქართველო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ზეინკალი, "საქართველოს მინერალური წყლების" ერთ-ერთი საამქროს გამგე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბორჯომი, ჯორჯაძის ქ. # 10, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ის რიგებიდან გაირიცხა 1937 წელს, კ/რ ტროცკისტული საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მენშევიკთა პარტიის წევრი და ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იყო კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში მენშევიკური პარტიის წარმომადგენელი. ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას ორგანიზაციის რიგების გასაფართოებლად. კ/რ მენშევიკთა ჯგუფის მეორე ხელმძღვანელ მაჭარაშვილის დავალებით ეწეოდა მავნებლობას დამფასოებელ საამქროში, რამაც გამოიწვია წარმოებული წყლის წუნი. გამიზნულად და უდროოდ აწვდიდა საამქროს ტარას და ა.შ. როგორც კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა ა/ს და კ/რ აგიტაციას ქარხნის მუშებს შორის.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მანდენოვი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან