პოპკოვი ლავრენტი ეფიმის ძე (1868)

  • დაბადების თარიღი: 1868 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მესაკუთრე
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით მათემატიკოსი; ბოლო დროს მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად შვიდწლედში.
  • საცხოვრებელი ადგილი: სოფ ბათარია, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1919 წლიდან იყო ჯაშუში. იყო დაკავშირებული იტალიის, გერმანიის და ირანის დაზვერვებსთან, აგროვებდა მათთვის სამხედრო ხასიათის ინფორმაციას. აჭარის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს შესახებ აცნობებდა ჯაშუშებს, ვინ გადაებირებინათ შემდგომში სადაზვერვო საქმიანობისათვის. იცოდა თავისი სიძის, აჭარის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თანამშრომლის, ბ. გარეცკოს განზრახვის შესახებ, რომელმაც დაიწყო მუშაობა შორეულ ნაოსნობაში და უნდოდა საზღვარგარეთ დარჩენა. ეწეოდა კ/რ ფაშისტურ აგიტაციას. აღიარა საკუთარი ჯაშუშური საქმიანობა და თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-6, 58-10

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი მსხვილი მესაკუთრე; 1918 წელს მსახურობდა თეთრ არმიაში; მისი ორი ვაჟი 1919 წლიდან გაიქცა რუსეთიდან და ცხოვრობს საზღვარგარეთ.