პოპოვი ბორისი ივანეს ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • დაბადების ადგილი: დონეცკის ოლქი, სოროკინის რ-ნი,ხუტორი ტოლოვი, უკრაინა
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
  • განათლება: არასრული საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროს მომარაგების განყოფილების პასუხისმგებელი შემსრულებელი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, დივერსიული, მავნებლური ორგანიზაციის, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით, ჯაშუშობითა და ტერორით, 2) ამ კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაამთავრა სასულიერო სემინარიის 4 კლასი; მღვდლის ოჯახიდან; თეთრ არმიაში მსახურობდა უმცროს ურიადნიკად.