პოპოვი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- ეროვნება: რუსი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კპ (ბ)-ს სამტრედიის რაიონული კომიტეტის მეორე მდივანი.
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1924 წლიდან; 1937 წ. გარიცხეს პარტიის რიგებიდან, როგორც მხილებული ხალხის მტერი.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო სამტრედიის არალეგალური მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და აქტიური წევრი. პირადად მეთაურობდა დივერსიულ- მავნებლურ ჯგუფს სამრეწველო ობიექტებზე. პოპოვი იყო სამტრედიის სადგურზე მატარებლის გამიზნული ავარიის და შემდგომში სადგურზე გაჩენილი ხანძრის ერთ- ერთი აქტიური მონაწილე. პოპოვი კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო რეპრესირებულ ხალხის მტერ ეპიფანე კვანტალიანთან. ბრალდებულ პოპოვის მიერ განხორციელებული მავნებლურ-დივერსიული აქტები ემსახურებოდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და დამოუკიდებელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენას ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: თევზაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან