პორტნოვი იაკობ მინას ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ტომსკის ოლქი, ქ. ტომსკი, რუსეთი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: წარმოშობით ხელოსანის ოჯახიდან
  • განათლება: უმაღლესი სპეციალური
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო საქართველოს დამზადებების სახალხო კომისარიატთან არსებული საქართველოს ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის ბეწვეულის ინსპექციის უფროსი ინსპექტორი.
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1932 წლიდან, გაირიცხა 1938 წელს კ/რ საქმიანობისთვის დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო ესერების კ/რ ორგანიზაციის წევრი საქართველოში და იღებდა მის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას. ორგანიზაციაში გადაიბირა ესერების კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტიურმა ხელმძღვანელმა, ზაქარია იზმაილის ძე მესხმა. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ბრალდებულ ზ.ი. მესხის ჩვენებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ქუთათელაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან