პრიადკინი ივანე აბრამის ძე (1890)

  • დაბადების თარიღი: 1890 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ლენინაკანი (გიუმრი), სომხეთი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტიკური სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსი. სამხედრო წოდება - ბატალიონის კომისარი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მავნებლური, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში(1934-37) ამზადებდა გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ ტროცკისტულ-მავნებლური, სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომლის დავალებითაც ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის თვდაცვისუნარიანობის და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისკენ. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ა.ა. პეტროსოვის, გ.ს. ანიშიკის და კ.გ. რაზოდოლსკის ჩვენებებით და ცალკეული აქტებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1918 წლიდან.