პრილერი იუზეფ ფრანცის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- სახელის ვერსიები: პრილერი იოსებ ფრანცის ძე
- დაბადების ადგილი: სოფ. აშახ ან დერ შტაერი, ავსტრია.
- ეროვნება: ავსტრიელი
- განათლება: არასრული საშუალო; 7კლასი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ზეინკალი ქ. თბილისში კიროვის სახელობის ქარხანაში
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ.
- დაპატიმრების თარიღი: 03/17/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ფაშისტი და მავნებელი. ეწეოდა აქტიურ კ/რ ფაშისტურ აგიტაციას და მონაწილეობას იღებდა მავნებლურ საქმიანობაში. თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულია კ.ლ. ილეს, რუდოლფ გევერტის და მ.ტ. იუნგმანის ჩვენებებით და ამ უკანასკნელებთან დაპირისპირებებით. პატიმრობის ვადა აითვალოს 17/III-1938 წლიდან. www.memo.ru-ს ცნობით იუზეფ ფრანცის ძე პრილერმა თავი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ავსტრიაში გაგზავნილი წერილებით აწვდიდა ცილისმწამებლურ მონაცემებს საბჭოთა კავშირში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. რ.გ გევერტისა და კ.მ ილეს ჩვენებებით პრილერი მხილებულია კ/რ ფაშსტური აგიტაციის წარმოებაში ქ. თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლაპინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ავსტრიის მოქალაქე. 1922 წლიდან 1931 წლამდე შედიოდა ორგანიზაცია "შუცბუნდში". ჩამოვიდა სსრკ-ში 1931 წელს, გაემგზავრა ავსტრიაში 1935 წელს, სადაც დააპატიმრა პოლიციამ. II კატეგორია