პროცენკო პავლე სტეფანეს ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: კურსკის ოლქი(გუბერნია), სოფ. ივანოვსკოე, რუსეთი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: კულაკი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - კავკასიის მე-20 სამთო მსროლელი წითელორდენოსანი დივიზიის საინჟინრო სამსახურის უფროსი. წოდება - კაპიტანი
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან, გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. 1934 წლიდან შედიოდა კ/რ ტროცკისტულ, სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირში საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას; 3. ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას არმიაში მისი სამხედრო ძლიერების შესასუსტებლად. პ.ს. პროცენკომ თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წითელ არმიაში მსახურობდა 1921 წლიდან.