ჟუკოვი ალექსეი ალექსეის ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- დაბადების ადგილი: ხარკოვის ოლქი, დაბა კობილიაკი, უკრაინა
- ეროვნება: უკრაინელი
- სოციალური წარმომავლობა: კულაკი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით ინჟინერ- ელექტრიკოსი; დაპატიმრებამდე - ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროს ნახშირის გამამდიდრებელი ქარხნის მწარმოებელი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, დივერსიული, მავნებლური ორგანიზაციის, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით, ჯაშუშობითა და ტერორით. 2) ამ კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მშენებლობაზე კ/რ დივერსიულ, მავნებლურ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
უმაღლესი ზომა - დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. დახვრეტის თარიღი: . ყოფილი ჩამომავლობითი საპატიო მოქალაქე, კულაკთა ოჯახიდან. გამოცხადდა, რომ მას მიესაჯა გადასახლება შრომა-გასწორების ბანაკებში 10 წლით და გარდაიცვალა 19/03-1942 წელს გულის ინფარქტით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. ტყვარჩელის რაიონულ მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიულის 27/10-1958 წლის დადგენილებით საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.