რაზმაძე ბესარიონ პავლეს ძე (1888)
- დაბადების თარიღი: 1888 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედია, სოფ. ჩხენიში
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის ტრამვაის ტრესტის დირექტორი
- პარტიულობა: წარსულში - მენშევიკური პარტიის წევრი 1918-1921 წწ. საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიის რიგებიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1935 წელს გახდა საქართველოს მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ- დივერსიული, ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. უშუალოდ მონაწილეობდა კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების (გოგოძე, ნ. გ. კაკაბაძე, მირზოევი და სხვ.) გადაბირებაში. უშუალოდ და გადაბირებული წევრების მეშვეობით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას თბილისის ტრამვაის ტრესტში. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია ა. უბირიას ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პოღოსოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან