რაზმაძე გიორგი სევერიანის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1923 წლიდან წითელ არმიაში მსახურობდა პოლიტსაქმიანობის ხაზით. გორის რაიონის სამხედრო კომისარი, წოდება - ბატალიონის კომისარი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან დაპატიმრებამდე.
- ბრალად ედება: რომ 1929 წლიდან იყო არალეგალური სამხედრო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის, ხოლო 1934 წლიდან - კ/რ მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს სსრკ- სგან გამოყოფას და საქართველოს დამოუკიდებელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. რაზმაძე მავნებლობდა პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობაში, ეწეოდა კ/რ ტროცკსიტულ პროპაგანდას მუშათა და გლეხთა წითელი არმიის პოლიტმუშაკებს შორის, ეწეოდა მათ დამუშავებას კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში მათი ჩათრევის მიზნით. რაზმაძემ თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან