რედკო მიხეილ მიხეილის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • ეროვნება: უკრაინელი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბოლო თანამდებობა - კავკასიის მე-20 მსროლელ დივიზიასთან არსებული განსაკუთრებული განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი. წოდება - სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 06/02/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში არსებული ა/ს კ/რ შეთქმულების აქტიური მონაწილე, ჩეკისტურ-ოპერატიულ სამსახურში ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში კ/რ და სხვა დამნაშავე ელემენტების შენარჩუნებისკენ. კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი კ/რ მემარჯვენე- ტროცკისტული ორგანიზაციის და სხვა კ/რ ფორმირებების რიგ წევრებთან და ხელს უწყობდა კ/რ საქმიანობას, რომელსაც ეწეოდა მე-20 კავკასიური მსროლელი დივიზიის ნაწილებში. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1917 წლიდან 1921 წლამდე. საგანგებო კომისიის, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში იყო 1921 წლიდან. დაპატიმრების დღემდე იყო ოპერატიულ სამუშაოზე.