რეინგოლდი ვიქტორ იაკობის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, მოსკოვი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1917 წლიდან; იყო სხვადასხვა თანამდებობებზე. დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ს სავაჭრო-სამრეწველო სამმართველოს ბუღალტერ- რევიზორი; წოდება - პირველი რანგის ტექნიკოს-ინტენდანტი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი. გარიცხეს 1932 წელს მორალურ- საყოფაცხოვრებო გახრწნილობისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის მარტში ხალხის მტერმა ლევინსკიმ გადაიბირა კონტრრევოლუციურ, სამხედრო, მავნებლურ ორგანიზაციაში და ეწეოდა აქტიურ მავნებლობას, რომელიც იყო მიმართული სსრკ-ს თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად. 1934 წლის გაზაფხულიდან არის პოლონეთის დაზვერვის აგენტი. ამ დროიდან სისტემატურად აწვდიდა პოლონეთის დაზვერვას ჯაშუშურ მასალებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის ჰოსპიტლის მდგომარეობის შესახებ. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ისაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან