როსიკი იგნატ კარლის ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: პოლონეთი, ბინდინი
- ეროვნება: პოლონელი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სამგზავრო ავტოსადგურის უფროსი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; პარტიის რიგებიდან გარიცხეს კ/რ საქმიანობისთვის.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ-დივერსიულ ორგანიზაციის წევრი, სადაც გადაიბირა 1936 წ. ნოემბერში საქართველოს ავტომეურნეობის ყოფილმა მმართველმა დავით ბაგრატიონმა. მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ლიდერის, დ. ბაგრატიონის დავალებით საქართველოს ავტოტრესტის სისტემაში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ავტოტრანსპორტის მოშლის მიზნით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნასიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან