რუდოვსკი ივანე რომანის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ახალციხე
- ეროვნება: პოლონელი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის სატრანსპორტო განყოფილების ინსტრუქტორი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა დივერსიულ-მავნებლური აქტების ჩატარებას მრეწველობასა და ნავთობის მოპოვების სფეროში, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას კავშირგაბმულობაში, რადიოხაზის გაფართოებაში, რელსების შეკეთების დარგში, თანაწევრი იყო იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელიც განხორციელდა ბათუმის, სოხუმის, ფოთის პორტის მშენებლობის დროს. აქტიურად იბირებდა ახალ წევრებს კ/რ მავნებლურ- დივერსიულ ორგანიზაციაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ლაზარევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მამა პოლონელი და დედა ქართველი.