რუხაძე ღენტორ ზაქარიას ძე (1886)
- დაბადების თარიღი: 1886 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ხონი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს "მთავლიტი"
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: პარტიის წევრი 1919 წლიდან. სკკპ(ბ) რიგებიდან გაირიცხა 1937 წ. როგორც კ/რ-ერი.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ, ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას პარტიისა და საბოთა. მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისა და დივერსიულ-მავნებლური აქტების მოწყობის გზით. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირეს ხალხის მტრებმა, სკპ(ბ) ცკ-ს ბეჭვდისა და პროპაგანდის განყოფილების ინსტრუქტორმა კერესელიძემ და ამავე განყოფილების გამგემ ე. ბედიამ. მთავლიტის აპარატში დააფუძნა მემარჯვენე კ/რ ორგანიზაცია და ხელმძღვანელობდა მას. მის მიერ გადაბირებული წევრების მეშვეობით ეწეოდა მავნებლურ-ძირგამომთხრელ საქმიანობას. დაკავებამდე რჩებოდა აქტიურ კ/რევოლუციონერად და იცოდა ორგანიზაციის მითითებები პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის განხორციელების შესახებ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან