სააკაშვილი პავლე პავლეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელი არმიის თბილისის სამეთაურო რეზერვის სრულყოფის კურსების მასწავლებელი; წოდება - კაპიტანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1932 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1935 წ.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1931 წლიდან იყო სამხედრო, მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას.3. ეწეოდა მავნებლობას წითელი არმიის სამხედრო მომზადების სისტემაში, მიმართულს წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებისკენ. 4. ეწეოდა კ/რ აგიტაციას პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
პარტიიდან გარიცხეს მენშევიკურ არმიის წევრობის დამალვის გამო და აგრეთვე უცხოეთში გაგქცეულ ძმებთან კავშირის გამო.