სამუშია ალექსანდრე მაქსიმეს ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: გალის (სამურზაყანო) რ-ნი, სოფ. გუდავა, საქართველო, აფხაზეთი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: ღარიბი გლეხის ოჯახიდან
- განათლება: უმაღლესი; დამთავრებული ჰქონდა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს კომპარტიის (ბ) სამხარეო კომიტეტთან არსებული აგროტექნიკური სკოლის მასწავლებელი. 1921-1924 წლებში მუშაობდა სოფლსაბჭოს მდივნად.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, სტალინის ქ. N 88, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
- პარტიულობა: საქართველოს კპ(ბ)-ს წევრი 1924 წლიდან; გარიცხულია 1937 წელს დაპატიმრების გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 06/29/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ, ტერორისტულ ორგანიზაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შალვა ოდილავაძე და ატარებდა იქ კონტრრევოლუციურ- ტროცკისტულ- ტერორისტულ-მავნებლურ საქმიანობას; 2) იყო კონტრრევოლუციურ- ტერორისტულ- ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, იღებდა დავალებებს ფეოდოროვისგან და ატარებდა მათ ცხოვრებაში; 3) იყო ინფორმირებული პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართული ტერორის სამზადისის თაობაზე.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გრიგორიადი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან