სანაია ირაკლი კონსტანტინეს ძე (1889)

  • დაბადების თარიღი: 1889 წ.
  • სახელის ვერსიები: სონაია ირაკლი კონსტანტინეს ძე
  • დაბადების ადგილი: სოხუმის რაიონი, სოფ. ბაბუშერა, საქართველო, აფხაზეთი ასსრ
  • სოციალური წარმომავლობა: კულაკი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის ვაჭრობა.
  • საცხოვრებელი ადგილი: ორჯონიკიძის მხარე, ქ. კისლოვოდსკი, რუსეთის სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი აფხაზეთის ვაჭრობის სისტემაში კ/რ მავნებლური ორგანიზაციისა, რომელსაც მეთაურობდა აფხაზეთის ვაჭრობის ყოფილი დირექტორი ფიჩხაია და მისი მოადგილე ზვანბაია, ეწეოდა მავნებლობას სადგურ კურსოვკის მომმარაგებელ ბაზაზე. 2) შლიდა თივისა და საქონლის დამზადების და ასევე სხვა პროდუქტების გეგმას; 3) დაკავებული იყო სიყალბით, მაქინაციებით და სახელმწიფო ფულის მისაკუთრებით, შედიოდა გარიგებებში ხელქვეითებთან, რომლებსაც ასევე უბიძგებდა დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ და სოციალისტური საკუთრების დატაცებისაკენ; 4) სისტემატურად იყო დაკავებული სოციალისტური საკუთრების მიტაცებით. მიიტაცა 65 000 მანეთამდე, ითრევდა ამ საქმიანობაში თავის ხელქვეითებსაც. თავი ცნო დამნაშავედ, კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრობის გამოკლებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი; წოდება - პოდპორუჩიკი. 1918-1919 წლებში ორჯერ ჩაეწერა მოხალისედ მენშევიკურ არმიაში.