სანდლერი სიმონ აბრაამის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ბელორუსია, ქ. ჩაუსი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ებრაელი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის ფინანსთა სახალხო კომისარი.
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1922 წლიდან 1937 წლამდე. პარტიის რიგებიდან გაირიცხა.
- ბრალად ედება: რომ იყო ლაკობას ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კ/რ ტროცკისტულ- ტერორისტული, მეამბოხე ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა მავნებლობას აფხაზეთის ფინანსთა სახალხო კომისარიატის ხაზით, კერძოდ, განზრახ ადგენდა აფხაზეთის ბიუჯეტს შემცირებული შემოსავლების ნაწილით, ცვლიდა მას შესრულების პროცესში, ბიუჯეტში შეიყვანა კაპიტალურ მშენებლობის, მათი დაპროექტებისა და ობიექტების ხარჯთაღრიცხვა. ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები მათი წლის ბოლოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმდინარე ანგარიშებიდან ჩამოწერის ნაცვლად ირიცხებოდა უწყებების არასაბიუჯეტო ანგარიშებზე, რაც აძლევდა საშუალებას ნესტორ ლაკობას, ზანთარიასა და ჩალმაზს ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაეხარჯათ დიდი რაოდენობის სახსრები. ამავე დროს, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სანდლერი მალავდა, რომ "ლაკობას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული" ორგანიზაციის წევრები კ. ინალ-იფა, ვ. ზვანბაია, კ. ბაგრანჯია, მ. გარწკია და გ. ჩხეიძე სამეურნეო ორგანიზაციებში ფლანგავდნენ დიდი რაოდენობით ფულად სახსრებს და მოსახლეობაში აღვივებდნენ უკმაყოფილებას. სანდლერის აქტიური მონაწილეობით დაიხურა ქალაქ სოხუმის ლომბარდი. სანდლერმა სოხუმისა და ოჩამჩირის ელექტროსადგურებისთვის წინასწარი განზრახვით შექმნა ისეთი ფინანსური რეჟიმი, რომელიც აჩქარებდა სადგურებისა და ძრავების განადგურებას. ლაკობას ორგანიზაციის წევრებისა და სხვა მოწმეების ჩვენებებით ს.ა. სანდლერი მხილებულია. ბრალდებულმა სანდლერმა აღიარა, რომ ასრულებდა ნ. ლაკობას კ/რ დავალებებს და მავნებლურ დებულებებს და რომ არსობრივად ლაკობას კ/რ ორგანიზაციის წევრი იყო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან