საპანაძე ვარლამ ვასილის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სენაკი, სოფ. ხორში
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: არასრული საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1923 წლიდან. დაპატიმრებამდე - საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოს სამობილიზაციო ნაწილის უფროსი; წოდება -ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ არის საქართველოსა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილების კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტულ-ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. აქტიურად საქმიანობდა კ/რ ორგანიზაციაში, რომლის მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო შეიარაღებული აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად და „დამოუკიდებელი“ საქართველოს შესაქმნელად. კ/რ ორგანიზაციაში გადმოიბირა 11 ახალი წევრი. მავნებლობდა საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოს სისტემაში, რაც გამოიხატებოდა სამობილიზაციო მუშაობის ჩაშლით, როგორც საქართველოს სამობილიზაციო ოლქის სამმართველოში, ისე რაიონულ სამხედრო კომისარიატში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან