საფაროვი სურენ პეტროსის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- სახელის ვერსიები: საფაროვი სურენ პეტრეს ძე
- დაბადების ადგილი: ქ. კიროვაბადი (განჯა), აზერბაიჯანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ, ტერორისტულ-მავნებლური, მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას სახალხო მეურნეობაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: კონსტანტინიდი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-10, 58-11 საქ. სსრ სისხ.სამ.კოდ.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ. მხილებულა ორგანიზაციის წევრების, შევკეტ ლორთქიფანიძის და ჰასან კონცელიძის ჩვენებებით.