საფონოვი ფეოდორ პეტრეს ძე (1871)
- დაბადების თარიღი: 1871 წ.
- დაბადების ადგილი: უკრაინა, სოფ. ლისიჩანსკი,
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: კულაკი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მარგანეცის ყოფილი მწარმოებელი, სპეციალობით - სამთო ტექნიკოსი და მიწისმზომელი. 1898 წლიდან 1928 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ფირმებში ქალაქ ჭიათურაში.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციურ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი და რომლის დავალებითაც მავნებლობდა საქართველოს მარგანეცის მრეწველობაში. ასევე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას უცხო ქვეყნების დაზვერვის სასარგებლოდ. მხილებულია კ.ნ. საპიცკის, ც.ა. ჩაკვეტაძის და ა.პ. გრიგოლაშვილის ჩვენებების საფუძველზე. თავი დამნაშავედ არ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ალექსეიჩუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11, 58-1-ა
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან